1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს მუსიკაში არ მოეთხოვება ქორეოგრაფიული, სამსახიობო, სადირიჟორო ხელოვნების მაღალ დონეზე ფლობა ცეკვის, სპექტაკლის დადგმის, გუნდის ხელმძღვანელობის დროს. მნიშვნელოვანია მან ისე წარმართოს სასწავლო პროცესი, რომ დააკმაყოფილოს ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი სტანდარტები.
2. დაწყებითი საფეხურის მუსიკის მასწავლებელმა იცის:
ა) სასიმღერო რეპერტუარი:
ა.ა) ერთხმიანი, ორხმიანი, სამხმიანი სიმღერები;
ა.ბ) ხალხური, კლასიკური, თანამედროვე რეპერტუარი.
ბ) საცეკვაო რეპერტუარი:
ბ.ა) ქართული, ისტორიულ-ყოფითი (ვალსი, მენუეტი, პოლკა, მაზური), სხვა ხალხთა ცეკვები.
გ) მუსიკის თეორია:
გ.ა) მუსიკალური ანბანი (სანოტო სისტემა, მუსიკალური ენის ელემენტები, ძირითადი მუსიკალური ტერმინები და ა.შ.);
გ.ბ) ჰარმონიის საკითხები (მაჟორულ-მინორული სისტემა, ძირითადი ფუნქციები, მელოდიის ჰარმონიზაცია);
გ.გ) ფორმის ანალიზის საკითხები (ერთ-, ორ-, სამნაწილიანი ფორმები, რონდო, კუპლეტური, ვარიაციული, სონატური ფორმები);
გ.დ) საკრავთმცოდნეობის საკითხები (ბგერის მიღება სხვადასხვა საკრავზე, სხვადასხვა საკრავისთვის სპეციფიკური საშემსრულებლო ხერხები (ფლაჟოლეტი, პიციკატო და სხვ.), საორკესტრო ჯგუფები.
დ) მუსიკის ისტორია:
დ.ა) სხვადასხვა ეპოქის (ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და სხვ.) მუსიკალური ხელოვნება;
დ.ბ) მუსიკალური ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი წარმოშობა და განვითარების გზა;
დ.გ) მუსიკალური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები (შემოქმედებითი პორტრეტი), ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები (შექმნის ისტორია, ლიტერატურული პირველწყარო, ისტორიული კონტექსტი);
დ.დ) მუსიკის როლი ხელოვნების სხვა დარგებში (თეატრი, კინო).
ე) ქართული მუსიკა:
ე.ა) ქართული მუსიკის ისტორია, მისი ძირითადი მიმართულებები (ხალხური მუსიკა, პროფესიული მუსიკა), ჟანრები (ქალაქური სიმღერა, საესტრადო მუსიკა), წარმომადგენლები, ნაწარმოებები; ქართული მუსიკის დამახასიათებელი თავისებურებები;
ე.ბ) პარალელები ქართული ხელოვნების სხვა დარგებთან.
ვ) საშემსრულებლო ხელოვნება:
ვ.ა) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თავისებურებები;
ვ.ბ) მამაკაცთა და ქალთა ხმები;
ვ.გ) მუსიკალური კოლექტივის სახეები (გუნდი, ანსამბლი, ორკესტრი, საოპერო, საბალეტო დასი);
ვ.დ) მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლები, მუსიკალური, მუსიკალურ-თეატრალური კოლექტივები;
ვ.ე) ქართული საშემსრულებლო ხელოვნება (სამგალობლო სკოლები, მომღერალი ოჯახები, საშემსრულებლო კოლექტივები, საშემსრულებლო სკოლები, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები).
ზ) მუსიკოსის პროფესია:
ზ.ა) კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე, პედაგოგი, მუსიკასთან დაკავშირებული სხვა პროფესიები.
თავი XII
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცი
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
თავი XI — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მუსიკაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 32. სწავლების მეთოდები
- მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-28/