საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იცის:
ა) ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:
ა.ა) ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები; ქართული სალიტერატურო ენა და კილოები; ქართული დამწერლობის ისტორია; ენათა ოჯახები; ქართული და მისი მონათესავე ენები.
ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:
ბ.ა) ასო და ბგერა. ბგერათა ფონოლოგიური დახასიათება (წარმოთქმის ადგილისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედვით; ცალეულები, წყვილეულები, სამეულები). ძირითადი ფონეტიკური პროცესები (ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვ.). ინტონაცია. ინტონაციის ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მელოდიკა, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი. პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა.
გ) გრამატიკა:
გ.ა) (მორფოლოგია და სინტაქსი). სახელები. სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელების წარმოება და ფუნქციები; ნაცვალსახელის ჯგუფები, წარმოება და თავისებურებები; სახელთა ბრუნებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში. ზმნა. ზმნის პირი და პირიანობა; ზმნის დრო, კილო და ასპექტი, ქცევა და კონტაქტი; გარდამავლობა, გვარი; ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვათწარმოება); ზმნის უღლებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში; ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები. წინადადება. სინტაქსური კავშირის სახეები; წინადადებების კლასიფიკაცია შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით; მარტივი წინადადების სტრუქტურა; შერწყმული წინადადება; რთული წინადადება: თანწყობა და ქვეწყობა; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელი სინტაქსური თავისებურებანი.
გ.ბ) ორთოგრაფია:
გ.ბ.ა) ორთოგრაფიის წესები და ნორმები.
გ.გ) პუნქტუაცია:
გ.გ.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.
გ.დ) ლექსიკოლოგია:
გ.დ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.
დ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
დ.ა) წინადადებისა და მისი კომპონენტების ორგანიზება;
დ.ბ) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული; აბზაცის ფუნქციები; ფრაგმენტი და მისი სახეები და სხვა);
დ.გ) ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);
დ.დ) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული);
დ.ე) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);
დ.ვ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი), მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;
დ.ზ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა, მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი);
დ.თ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);
დ.ი) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება...), სტილისტური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი...), ფრაზეოლოგიზმები, მყარი შესიტყვებები, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი, და სხვ..
ე) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
ე.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია: ალიტერაცია, ასონანსი, რითმა; რითმის სახეები, გარითმვის ხერხები; ბგერწერის ფუნქცია; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა; აფორიზმი; სტილისტური ეფექტების შემქმნელი მხატვრული საშუალებანი (განმეორება, პარალელიზმი და სხვ.);
ე.ბ) მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია) ფიგურები, სინტაქსური ფიგურები.
ვ) ქართული ლიტერატურის ძირითადი ეტაპები:
ვ.ა) ძველი ქართული მწერლობა: სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), ისტორიოგრაფია, კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;
ვ.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;
ვ.გ) უახლესი ქართული მწერლობა – XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, პოსტმოდერნიზმი.
ზ) ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში:
ზ.ა) რეკომენდებულ ქართველ მწერალთა ჩამონათვალი (ჩამონათვალი არის სარეკომენდაციო ხასიათის. მასწავლებელს მოეთხოვება ამ მწერლების მხოლოდ იმ ნაწარმოებების ზედმიწევნით ცოდნა, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული): იაკობ ხუცესი, იოვანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, დავით გურამიშვილი, ბესიკ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლომოური, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ნინოშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, დემნა შენგელაია, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ტერენტი გრანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი, პოლიკარპე კაკაბაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შოთა ნიშნიანიძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიკო სამადაშვილი, ლადო ასათიანი, ლევან გოთუა, მირზა გელოვანი, გიორგი შატბერაშვილი, ოთარ ჩხეიძე, გურამ რჩეულიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, არჩილ სულაკაური, ანა კალანდაძე, გივი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნაირა გელაშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ წულეისკირი, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ დუმბაძე, მერაბ ელიოზიშვილი, ოთარ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ გეგეშიძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ბიბილური, ვლადიმერ სიხარულიძე, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, გოდერძი ჩოხელი, შოთა ჩანტლაძე, ჯემალ თოფურიძე, ნუგზარ შატაიძე, აკა მორჩილაძე და სხვა
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
თავი XIII — საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 32. სწავლების მეთოდები
- მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 35. სწავლების მეთოდები
- მუხლი 36. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-31/