საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება – რიცხვები და მოქმედებები:
ა.ა) რიცხვების ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა ასპექტში. რიცხვით სისტემებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, პოზიციური სისტემების გამოყენება, რიცხვების კლასიფიკაცია;
ა.ბ) ნამდვილ და კომპლექსურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებების გამოყენება, მათ შორის,კავშირების დასაბუთება და მათი გამოყენება;
ა.გ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;
ა.დ) ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება (მათ შორის,რეალურ ვითარებაში);
ა.ე) რიცხვების თვისებების, რიცხვის გამოსახვის პოზიციური სისტემების და რიცხვებთან დაკავშირებული ზოგიერთი ალგორითმის გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისას.
ბ) მიმართულება – კანონზომიერებები და ალგებრა:
ბ.ა) რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებების გამოყენება პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრისას;
ბ.ბ) განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნა და მათი გამოყენება პრობლემების გადაჭრისას;
ბ.გ) დისკრეტული მათემატიკის მეთოდების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
გ) მიმართულება – გეომეტრია და სივრცის აღქმა:
გ.ა) ვექტორებზე მოქმედებების შესრულება და ვექტორების გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას;
გ.ბ) გეომეტრიული ფიგურების (მათ შორის, ბრუნვით მიღებული სხეულების) ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება;
გ.გ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად;
გ.დ) ზოგიერთი არაევკლიდური გეომეტრიის თვისებების ჩამოყალიბება და მათსა და ევკლიდურ გეომეტრიას შორის განსხვავების აღწერა. სფერული გეომეტრიის თვისებების გამოყენება ობიექტთა ზომების და მათ შორის მანძილების დასადგენად;
გ.ე) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება გეომეტრიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;
გ.ვ) სიმრავლის („წერტილთა გეომეტრიული ადგილის“) ცნების გამოყენება გეომეტრიული ობიექტების გამოსახვისა და მათი თვისებების აღსაწერად;
გ.ზ) სივრცით ფიგურასა და მის კვეთებს/გეგმილებს შორის კავშირების დადგენა. სივრცითი ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება ამ ფიგურის შესასწავლად;
გ.თ) დედუქციური/ინდუქციური მსჯელობის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.
დ) მიმართულება – მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
დ.ა) მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების ადეკვატურად გამოყენება დასმული ამოცანის ამოსახსნელად. მონაცემთა წარმოდგენის ხერხების ინტერპრეტირება;
დ.ბ) მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება დასმული ამოცანის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად;
დ.გ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით, შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება;
დ.დ) ალბათური მოდელებისა და ალბათობის თვისებების აღწერა, მათი გამოყენება შემთხვევითი მოვლენების აღწერისას
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
თავი XIV — საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის საგნის პროფესიული სტანდარტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 32. სწავლების მეთოდები
- მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 35. სწავლების მეთოდები
- მუხლი 36. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 37. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-33/