საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება – ზეპირმეტყველება:
ა.ა) სხვათა მეტყველების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ვერბალური (შესაფერისი ენობრივი კონსტრუქციები, ადეკვატური ლექსიკა, მხატვრულ-გამომსახველობითი საშულებები: ირონია, იუმორი, ეპითეტი, შედარება და სხვა) და არავერბალური (ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია, ხმის აწევ-დაწევა, პაუზა და სხვა) საშუალებების ეფექტურობის თვალსაზრისით;
ა.ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პარაფრაზირება, ჩანიშვნა და ა.შ.);
ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;
ა.დ) საჯარო გამოსვლისთვის მომზადების სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).
ბ) მიმართულება – კითხვა:
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციის, ისტორიული კონტექსტისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის, თემებისა და იდეების გაანალიზება და შედარება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
ბ.გ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ.დ) ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ტექსტის სტრუქტურა; ტექსტის ფუნქციური ტიპები; ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებები);
ბ.ე) კითხვის სტრატეგიების გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში; ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; მარკირების სისტემის გამოყენება; სქემების, დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და ა.შ. გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).
გ) მიმართულება – წერა:
გ.ა) ტექსტების შექმნა წერილობით სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის, შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით;
გ.ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა და რედაქტირება-კორექტირება)
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
თავი XIII — საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 32. სწავლების მეთოდები
- მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 35. სწავლების მეთოდები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 30, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-30/