საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების შერჩევა ან შედგენა გააზრების სხვადასხვა დონეებისათვის;
ა.ბ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ზეპირი და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების შერჩევა ან შედგენა;
ა.გ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების შერჩევა (მაგ.: აღწერითი ტიპის მხატვრული ტექსტის ენობრივი მახასიათებლების [ზედსართავი სახელების, მიმღეობების ჭარბი გამოყენება, განსაზღვრებითი და გარემოებითი წინადადებების სიმრავლე და სხვ.] ამოცნობა-გაანალიზება და მათი გამოყენება ამავე ტიპის ტექსტის შექმნისას);
ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად: გრძელვადიანი მიზნის განსაზღვრა, მის მისაღწევად შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა, ასათვისებელი ენობრივი თუ კომუნიკაციური უნარების გათვალისწინებით. განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა დასახული მიზნების ეტაპობრივად განსახორციელებლად;
ა.ე) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინარული აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის მოძებნა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემისა და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
ა.ვ) გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა (ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა); შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.
ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) გაკვეთილის ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად: ტექსტის შერჩევისას/გაანალიზებისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება: ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, მოსმენილის/წაკითხულის ირგვლივ აზრის გამოთქმისა და დისკუსიის წახალისება და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და მის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის საშუალების მიცემა, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა.;
ბ.დ) მოსწავლეებისათვის საკითხავი/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, შესაქმნელი ტექსტის ტიპის, მისი სტრუქტურისა და ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი კითხვის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის სტრუქტურულ თავისებურებებსა თუ ჟანრობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება-გადამუშავება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით და სხვა);
ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, ფსიქო-სოციალური ფაქტორები, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: ინფორმაციის მოგროვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა, თანაშეფასებაში მონაწილეობა და სხვა);
ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამოცანების განსაზღვრა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;
ბ.ზ) შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;
ბ.თ) დავალებათა ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება.
გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მდგომარეობის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე ფაზაში (I. წვდომა; II. გავარჯიშება; III. დაუფლება), კონკრეტული პრობლემების წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;
გ.ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;
გ.გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;
გ.დ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა).
დ) ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება:
დ.ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ქართულის, როგორც მეორე ენის, სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
დ.ბ) ქართული გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას;
დ.გ) ზეპირ და წერით კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ეტაპობრივი, თანამიმდევრული სვლის უზრუნველყოფა აღქმა-
გაგებიდან (კითხვა/მოსმენა) შექმნა-შედგენისაკენ (ლაპარაკი და წერა): მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე, კონკრეტული ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განსაზღვრა (ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის, სინტაქსური ყალიბის, ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება, ლექსიკური ერთეულების ათვისება; წინადადებების/აბზაცების აზრობრივი გადაბმა, ტექსტის სტრუქტურა და სხვა.); სათანადო შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველ (წვდომა-გაგების), მეორე (გავარჯიშების), თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის, დასახული გრძელვადიანი მიზნის ეტაპობრივად განსახორციელებლად.
ე) ქართულის სწავლება ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი მოსწავლის პიროვნული, კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის:
ე.ა) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზოვნების უნარების განვითარებას;
ე.ბ) ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, პარალელი გაავლონ უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსებება-განსხვავებანი, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები;
ე.გ) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეადარონ ერთმანეთს ქართული ლიტერატურისა და შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებები.
თავი XIV
საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის საგნის პროფესიული სტანდარტ
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 32. სწავლების მეთოდები
თავი XIII — საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
- მუხლი 35. სწავლების მეთოდები
- მუხლი 36. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 37. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-32/