დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში იცის:
ა) ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის საგანი:
ა.ა) დრო და კალენდარი:
ა.ა.ა) ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტემა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემა.
ა.ბ) რუკა და სხვა გეოგრაფიული საშუალებები:
ა.ბ.ა) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); ჰორიზონტის მხარეები, ადგილის გაგნება, კომპასი; მასშტაბი, რუკაზე გამოსახული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვითი ხერხები, რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები).
ა.გ) გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები:
ა.გ.ა) ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური მდებარეობა, საზღვრების მნიშვნელობა;
ა.დ) ბუნებრივი რესურსი, მათი კლასიფიკაცია, გარემო და ადამიანის ზემოქმედება, ბუნებისადმი რაციონალური დამოკიდებულება.
ა.ე) მსოფლიო კლიმატი:
ა.ე.ა) დედამიწის ბრუნვა ღერძ
ისა და მზის გარშემო და მისი შედეგები: დღე-ღამის ცვლა; წელიწადის დროების ცვლა;
ა.ე.ბ) სითბოსა და სინათლის განაწლება დედამიწაზე; ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება; ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების უთანაბრო ცვლა;
ა.ე.გ) სითბური სარტყელები; კლიმატის გავლენა ადამიანის ყოფაზე.
ა.ვ) კონტინენტები, ოკეანეები, ნახევარსფეროები:
ა.ვ.ა) კონტინენტების მდებარეობა, ფართობი, სახასიათო ბუნება (ზონები, მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო), მთები, მდინარეები, ტბები, მოსახლეობა, ძირითადი ქვეყნები და ქალაქები.
ა.ზ) პრეისტორიული ეპოქა:
ა.ზ.ა) ადამიანის წარმოშობა და განვითარება; მისი განსახლება მსოფლიოში და საქმიანობა; უძველესი რელიგიური წარმოდგენები; პრეისტორიული ეპოქის ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე.
ა.თ) უძველესი ცივილიზაციები:
ა.თ.ა) ძველი ეგვიპტე (ეგვიპტის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; მიწათმოქმედებაზე დაფუძნებული ეკონომიკა; სახელმწიფო წყობა; კულტურა და რელიგია). შუამდინარეთი (შუამდინარეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; მოსახლეობა და მისი საქმიანობა; შუმერთა ქალაქ-სახელმწიფოები; შუმერთა დამწერლობა, მითები და ღმერთები, ძველი ბაბილონი; ჰამურაბის კანონები). ინდოეთი (ინდოეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა და ბუნებრივი პირობები; მოსახლება და მისი საქმიანობა; მოჰენჯო-
დარო და ჰარაფა; არიელთა მიგრაცია; ინდუიზმი; კასტური სისტემა; აშოკას მმართველობა; ბუდიზმი). ჩინეთი (ჩინეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა და ბუნებრივი პირობები; მოსახლეობა და მისი საქმიანობა; ცინების იმპერია, სახელმწიფო წყობა; ჩინური დამწერლობა; ჩინეთის დიდი კედელი; კონფუციანელობა).
ა.ი) ძველი საბერძნეთი და რომი:
ა.ი.ა) ძველი საბერძნეთი (საბერძნეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; სპარტისა და ათენის ქალაქ-სახელმწიფოები; მარათონის ბრძოლა; ოლიმპიური თამაშები; რელიგია და კულტურა; ალექსანდრე მაკედონელი). ძველი რომი (ძველი რომის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; რომის დაარსება; რომის რესპუბლიკა, იულიუს კეისარი, ავგუსტუსი – რომის პირველი იმპერატორი, ქრისტიანული რელიგია და მისი ფილოსოფიური არსი, ქრისტიანობის გავრცელება და ქრისტიანების დევნა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; რომის იმპერიის ორად გაყოფა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა; კულტურა ძველ რომში).
ა.კ) საქართველოს ისტორია და გეოგრაფია:
ა.კ.ა) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება (საქართველოს ბუნებრივი საზღვრები; ძირითადი ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული ერთეულები; საქართველოს კლიმატი; ბუნებრივი რესურსები; საქართველოს ფლორა და ფაუნა; ბუნების დაცვა საქართველოში; საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეები, მნიშვნელოვანი ქალაქები); კოლხა; ეგრისის სამეფო; ქართლის სამეფო (ქართლის სამეფოს წარმოქმნა, ფარნავაზის მეფობა, სამხედრო და ადმინისტრაციული რეფორმები, რწმენა-წარმოდგენები); ურთიერთობა რომთან (პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ქართლის მეფე ფარსმან ქველი, მიღება რომში); ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში; ვახტანგ გორგასალი; ეგრისის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (ბიზანტიისა და სპარსეთის დაპირისპირება, ცამეტწლიანი ომი); არაბობა საქართველოში (ისლამი და მისი ფილოსოფიური არსი, ჰაბიბ იბნ-მასლამას „დაცვის სიგელი,“ საქართველოში არაბთა მმართველობის სისტემა); საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოშობა (ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოშობა; დავით კურაპალატი, ბაგრატ III, ბრძოლა ბიზანტიასთან, ბაგრატ IV); დავით აღმაშენებელი; საქართველო XII საუკუნის მეორე ნახევარ-ში (გიორგი III, თამარ მეფე); სახელმწიფოებრივი წყობილება და კულტურა XII-XIII საუკუნეებში; მონღოლთა ბატონობა საქართველოში (მონღოლთა ეკონომიკური და სოციალური ყოფა, მონღოლური მმართველობის დამყარება საქართველოში, ორმეფობა საქართველოში, დემეტრე თავდადებული; გიორგი V); თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში და მისი შედეგები; ალექსანდრე დიდის მეფობა და ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად; ბრძოლა ირანის წინააღმდეგ XVII საუკუნეში (თეიმურაზ I და ლუარსაბ II, ქეთევან დედოფალი, გიორგი სააკაძე); ვახტანგ VI; თეიმურაზ II და ერეკლე II; სოლომონ I; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVI-XVIII სს.; ქართული კულტურა XVI-XVIII სს.; რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება; იმპერიული მმართველობის დამოკიდებულება ქართული ენისა და ეკლესიის მიმართ; ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში; „თერგდალეულები;“ ქართული კულტურა XIX საუკუნეში; I მსოფლიო ომი და 1917 წლის რუსეთის რევოლუცია; საქართველო 1918-1921 წლებში; საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარება და საბჭოთა კავშირის შექმნა, პოლიტიკური რეპრესიები, II მსოფლიო ომი და საქართველო, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია; 80-იანი წლების რეფორმები, ქართველი ხალხის ყოფა და კულტურა); საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, სირთულეები სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროსაბჭოში, საქართველოს კონსტიტუცია, ეროვნული სიმბოლიკა: დროშა, ჰიმნი, გერბი).
თავი IX
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ფიზიკურ აღზრდაშ
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
თავი VIII — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
- მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
- მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-22/