2. სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგი ვალდებულია:

ა) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მისვლისას ჩაიბაროს საშვები, პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტები, მოწყობილობა, ინვენტარი და ქონება აღწერის მიხედვით და შეამოწმოს კარებების, ურდულების, ფანჯრის გისოსების გამართულობა;

ბ) სასაშვო-გამშვები პუნქტის მიღებისას და შემდეგ გამოვლენილი ყველა გაუმართაობის თაობაზე დაუყოვნებლივ მოახსენოს ყარაულის უფროსს;

გ) იცოდეს და ზუსტად დაიცვას პირთა სასაშვო-გამშვებ პუნქტზე გაშვების ამ ინსტრუქციით დადგენილი წესები;

დ) შეაჩეროს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დასაცავ ობიექტზე თვითნებურად შეღწევას ან/და იქიდან გამოსვლას შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან არასწორად წარმოებული დოკუმენტების მეშვეობით;

ე) სასაშვო-გამშვები პუნქტის დერეფნის კარები გააღოს მხოლოდ პირთა შეშვებისას/გაშვებისას;

ვ) ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწეს მეთვალყურეობით განახორციელოს დაწესებულებაში სატრანსპორტო საშუალებების შეშვება-გაშვება;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თავაზიანად მოეპყრას დასაცავ ობიექტზე მისულ პირებს;

თ) პაემანზე მისული, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული, პირები გაატაროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ წერილობითი ნებართვა;

ი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრები სამედიცინო მანიპულაციისთვის საჭირო აპარატურითა და ჩანთით, დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე, დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის თანხლებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - ნებართვი