1. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე სასაშვო სისტემის ორგანიზება ხორციელდება აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად. სასაშვო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შეზღუდვებს ბაქანზე და შენობაში არსებულ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სამიმოსვლო ბილიკებზე,  ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონებში და ა.შ. სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის ერთობლივი ბაზირების აეროდრომებზე/ვერტოდრომებზე, ტერიტორიები უნდა იყოს გამიჯნული და შემოღობილი, დამაკავშირებელი სგპ-ებზე, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ,  უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი.

2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან სასაშვო სისტემით გათვალისწინებული  მოთხოვნები.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ზონაში დაუშვებელია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის ნებართვის გარეშე ფოტო და ვიდეო აპარატურის გამოყენება;

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სგპ აღიჭურვება კავშირის, განათების საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციისა და შემოწმების  საშუალებებით (ფარანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა ზონების ეფექტურად შემოწმებისთვის ღამის საათებში, სარკე ან ვიდეოდაკვირვების სისტემა ფსკერის შესამოწმებლად), ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ბუფერული ზონით, რომელიც არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონებისგან გამოყოფილი იქნება ავტომატურად გაღების მექანიზმიანი რკინის ჭიშკრებით, რომელიც მოქმედებაში მოდის დისტანციური მართვის საშუალებებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, აეროპორტის მარაგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანმდევი საშუალებების და კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესატანი სხვა მასალების შესამოწმებლად განკუთვნილი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

5. აეროდრომის/ვერტოდრომის მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სგპ აღიჭურვება კავშირის საშუალებებით, პირების იდენტიფიკაციის საშუალებებითა და ტურნიკეტებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შესამოწმებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით. აეროპორტის შენობის გარეთ არსებული სგპ-ები უნდა აღიჭურვოს საავიაციო უშიშროების სამსამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით.

6. სგპ-ში უნდა მოეწყოს სტენდი აეროდრომის/ვერტოდრომის მოქმედი საშვების და ყველა სახის საშვზე ხელისმომწერის უფლების მქონე თანამდებობის პირების ხელმოწერის, ისევე როგორც საშვებზე დატანილი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის და სააგენტოს ბეჭდების ნიმუშებით.

7. აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის შემოღობვაში უნდა იყოს გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის სათადარიგო გასასვლელები, ჩამკეტი ჭიშკრებით და დამცავი სიგნალიზაციის სისტემით. სათადარიგო გასასვლელების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მისასვლელად  ცალკე მდგომ ობიექტებთან კონტროლდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

8. აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი უნდა განხორციელდეს სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესისა“ და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით დატკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისა