1. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება სგპ-ზე.
3. ავიაბილეთების გაყიდვის ადგილებში, მგზავრების რეგისტრაციის ზონებში, ბარგის გაფორმების და შემოწმების პუნქტების წინ უნდა განთავსდეს საავიაციო უშიშროების სპეციალური ინფორმაციის შემცველი ბანერები/ეკრანები/პლაკატები, რომლებშიც უნდა მიეთითოს საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული ნივთიერებები და საგნები.
4. მგზავრები, დელეგაციები, მათ შორის, პირები, რომელთა მომსახურება ხორციელდება ოფიციალურ პირთა დარბაზებში, საჰაერო ხომალდში დაიშვებიან რეგისტრაციისა და გაფრენისწინა შემოწმების დადგენილი წესით გავლის შემდეგ.
5. შემნახველ საკნებში ჩასაბარებელი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი წესით.
6. შემოწმების პუნქტები აღიჭურვება საავიაციო უშიშროების უზრუნვესაყოფი მოწყობილობებით, ვიდეოჩაწერის სისტემით აღჭურვილი ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით, რომლის ინფორმაციაც ინახება სულ მცირე 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ავარიული განიავებით და ელექტრო-მომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.
7. შემოწმების პუნქტი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული ან ინდივიდუალური. დაგეგმარება უნდა განხორციელდეს გაფრენისწინა შემოწმებაგავლილი და შეუმოწმებელი მგზავრების ერთმანეთში არევის გამორიცხვის გათვალისწინებით.
8. სამგზავრო ტერმინალი უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შემოწმების პუნქტებში, არანაკლებ 4 კვ.მ-ის ფართობის მქონე, საჭირო რაოდენობის პირადი შემოწმების სათავსებს მგზავრთა პირადი შემოწმების ჩასატარებლად;
ბ) სტერილურ ზონას ფართით 1 მგზავრზე არანაკლებ 1,7 კვ.მ-ისა, რომელშიც განთავსდება სკამები და საერთო სარგებლობის სივრცეები;
გ) ოფიციალური პირების და დელეგაციების დარბაზებში მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შესამოწმებელ პუნქტებს;
9. შემოწმების პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, უნდა აღიჭურვონ საკეტებით და დამცავი სიგნალიზაციით. კარების გასაღებები უნდა ინახებოდეს საავიაციო უშიშროების სამსახურში.
10. შემოწმების პუნქტები უნდა შემოიღობოს, მასში შესასვლელი და გასასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ გამოირიცხოს უცხო პირების მხრიდან შემოწმების პროცესის დანახვა და შემოწმებულ მგზავრებთან კონტაქტი.
11. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ყოველდღიურ შემოწმებას. მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიე