1. საფრენი მოედნის რეგისტრაცია დაიშვება, თუ:
ა) საფრენი მოედანი, 3 ან 4 კოდური აღნიშვნის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 5 კმ მანძილზე;
ბ) საფრენი მოედანი, 1 ან 2 კოდის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 3 კმ მანძილზე;
გ) მდებარეობს დასახლებული რაიონიდან/საცხოვრებელი ობიექტიდან მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.
2 აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, ეს აეროდრომი/ვერტოდრომი საფრენ მოედნად რეგისტრირებული შეიძლება იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ მის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულიდან (AIP) დადგენილი წესით.
3. საფრენი მოედნის რეგისტრაციისათვის, საფრენი მოედნის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი, წერილობით განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ამ წესის №7 დანართის შესაბამისად.
4. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადება უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია ან მონაცემები იურიდიული პირის შესახებ, მისამართი);
ბ) საფრენი მოედნის რეგისტრაციის მიზეზს;
გ) საფრენი მოედნის დასახელებას, ახლო მდებარე დასახლებული პუნქტის სახელწოდებას, საფრენი მოედნის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიული კოორდინატებს (მსოფლიო გეოდეზიური სისტემის WGS-84 მიხედვით, ხოლო შემაღლებას EGM 96 გათვალისწინებით), რომელიც დამოწმებული იქნება უფლებამოსილი გეოდეზისტის მიერ;
დ) ადზ-ის პარამეტრებს და მიმართულებას ან დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის და აფრენის ზონის (FATO) პარამეტრებს და მიმართულებას;
ე) განცხადებას იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მახასიათებლები აკმაყოფილებს იმ მაქსიმალური მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდის მიმართ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც ამ საფრენ მოედანზე ფრენებს შეასრულებს.
5. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საფრენი მოედნის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მესაკუთრე/მფლობელი პირი თანახმაა, რომ განმცხადებელმა ეს მოედანი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისათვის გამოიყენოს;
ბ) საფრენი მოედნის განთავსების ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულიდან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან) წერილობით თანხმობას, საფრენი მოედნის მოწყობისა და აღნიშნული მოედნიდან ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით;
გ) საფრენი მოედნის გეგმა (რუკა), საზღვრების და მასშტაბის ჩვენებით, სადაც მითითებულია საფარის ტიპი (ბალახის, ბეტონის ან ასფალტ-ბეტონი და სხვა), დასაფრენად შესვლის არეალი, აფრენა-დაფრენის მიმართულებები, საფრენ მოედანზე არსებული ქარის მიმართულების მაჩვენებელის მდებარეობა, ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში), მნიშვნელოვანი დაბრკოლებები უშუალოდ საფრენ მოედანზე ან მის სიახლოვეს;
დ) საფრენ მოედანზე ფრენის შესრულების სახელმძღვანელო (ფშს).
6. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვისას, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საფრენი მოედნის რეგისტრაციის შესაძლებლობა.
7. სააგენტო საფრენ მოედანს დაარეგისტრირებს მხოლოდ მაშინ, თუ განმცხადებელი ამ წესის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სააგენტო განმცხადებელს წერილობით აცნობებს რეგისტრაციის თარიღს და მოქმედების ვადას, რომელიც განსაზღვრული იქნება საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობაში (დანართი №8).
8. სააგენტოს უფლება აქვს საფრენი მოედანი არ დაარეგისტრიროს, თუ მისი რეგისტრაცია უარყოფით გავლენას მოახდენს საჰაერო მოძრაობის ფრენების უსაფრთხოებაზე და რეგულარობაზე.
9. საფრენი მოედანი რეგისტრირდება 5 წლის ვადით.
10. რეგისტრაცია უქმდება სააგენტოს მიერ ამ მუხლის პუნქტი 7-ის შესაბამისად გაცემულ მოწმობაში განსაზღვრულ თარიღისათვის.
11. საფრენი მოედნის ექსპლუატანტს უფლება აქვს სააგენტოში შეიტანოს რეგისტრაციის განახლებაზე განაცხადი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 1 თვისა. სააგენტოსთვის წარდგენილ განაცხადს თან უნდა დაერთოს ექსპლუატანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა მის მიერ დაკმაყოფილებულია.
12. იმ პირს, რომლის საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებაზე უარი ეთქვა ან რომლისთვის გაცემული რეგისტრაციის მოწმობა გაუქმდა, უფლება აქვს წარადგინოს ახალი განცხადება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოფხვრილი იქნება უარის თქმის ან გაუქმების გამომწვევი მიზეზი.
13. პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს რეგისტრირებულ საფრენ მოედანს, სააგენტოს ატყობინებს საფრენ მოედანზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. საფრენი მოედნის რეგისტრაციის განაცხადის განხილვა ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მოედნის ვარგისობის ადგილზე შემოწმებას საჭიროებისამებრ.
15. დეტალური ინფორმაცია საფრენი მოედნისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.
16. საფრენი მოედნის ექსპლუატანტი პასუხისმგებელია, საფრენი მოედნის რეგისტრაციის მთელ პერიოდში შეინარჩუნოს ის პირობები, რა პირობებითაც მოხდა საფრენი მოედნის დარეგისტრირება და გაიცა შესაბამისი მოწმობა.
17. საფრენი მოედნის გაუქმების შესახებ, ექსპლუატანტი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს არაუგვიანეს ფრენების შეწყვეტამდე 5 დღით ადრე, რათა მოხდეს საფრენი მოედნის რეგისტრაციის გაუქმება და შესაბამისი რეესტრიდან ამოღება.
18. სააგენტო, რეგისტრირებული საფრენი მოედნების აღრიცხვის მიზნით აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოცემული უნდა იქნეს მოქმედი საფრენი მოედნის დასახელება, მფლობელი/ექსპლუატანტი, მდებარეობა, საკონტროლო წერტილის კოორდინატები, ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია.
19. საფრენი მოედნის რეესტრი ელექტრონული სახით ხელმისაწვდომი უნდა იქნეს დაინტერესებული პირებისთვის.
20. საფრენი მოედნები თავისუფლდება საავიაციო უშიშროების მოთხოვნებისაგან, იმ პირობით, რომ საავიაციო უშიშროებას (გაფრენისწინა შემოწმებას, სხ-ის დაცვას) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ოპერატორ