მუხლი 4. ყარაულის ცვლის უფროსი ვალდებულია იცოდეს, რომ მისი ცვლა დაიცავს უსაფრთხოების წესებს. ცვლის უფროსი მიუთითებს ცვლის ნებისმიერ მოყარაულეს, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს და, თუ დარღვევა მნიშვნელოვანია, ის მოახსენებს ყარაულის უფროსს, რათა გასცეს ბრძანება გუშაგის შეცვლის შესახებ. მოყარაულეების საგუშაგოზე წასვლისა და დაბრუნების შემდეგ ცვლის უფროსი ვალდებულია პირადად გაუწიოს ზედამხედველობა იარაღის დატენისა და დაცლის პროცესს🔗