ჰაუპტვახტის ყარაულის ხელმძღვანელობის წესებსა და სამხედრო პატიმრების წვრთნის ბრძანებებს შეიმუშავებს გარნიზონის უფროსი (სამხედრო ნაწილის მეთაური). სამხედრო პოლიციის სერჟანტი პასუხისმგებელია ჰაუპტვახტში ადმინისტრაციული წესების დაცვაზე და ანგარიშვალდებულია ჰაუპტვახტის პასუხისმგებელი ოფიცერის წინაშე. პასუხისმგებელმა ოფიცერმა და სამხედრო პოლიციის სერჟანტმა ჰაუპტვახტის ყარაულს სპეციალური ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტარონ პატიმრებთან მოპყრობის წესების შესახებ. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული სამხედრო მოსამსახურეები ჰაუპტვახტში მოსამართლის ბრძანების საფუძველზე იგზავნებიან. პასუხისმგებელი ოფიცერი აკონტროლებს ჰაუპტვახტის ყარაულის საქმიანობას. იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გუშაგებად განწესებული სამხედრო მოსამსახურეები სათანადოდ არიან შეიარაღებული და ფლობენ იარაღის ხმარების წესებს. იარაღის გამოყენების საჭიროებისას ჰაუპტვახტის გუშაგები მოქმედებენ შესაბამისი ზოგადი და სპეციალური წესების და თავიანთი უფლება-მოვალეობების შესაბამისად. უკიდურესი აუცილებლობისას, როცა პატიმრები ზემოქმედებას ახდენენ ყარაულზე, ჰაუპტვახტის ყარაულის შემადგენლობა განსაზღვრულია იმდენი სამხედრო მოსამსახურით, რამდენიც საკმარისია პატიმართა დაცვისა და კონტროლისთვის. ჰაუპტვახტის ყარაულიდან შერჩეული ბადრაგი (გამომყვანები) სპეციალური დავალებით განწესდება იმ პატიმართა საყარაულოდ, რომლებიც ჰაუპტვახტიდან სამუშაოდ ან სხვა მიზნით არიან გამოყვანილი. ჰაუპტვახტის ყარაულის შემადგენლობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ის შიდა ყარაულის შემადგენელი ნაწილი არ არის. უკიდურესი აუცილებლობისას ბადრაგის ნაწილი შეიძლება გამოიყენონ ჰაუპტვახტის ყარაულის შემადგენლობის გასაზრდელად.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 1
თავი XVI — საკონტროლო/საგუშაგო პუნქტის მოწყობა და პირადი შემადგენლობის მოქმედების თავისებურებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 43. ადმინისტრაციული პატიმრობა
- მუხლი 39
- მუხლი 12
- მუხლი 378². პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მი
- მუხლი 42. ადმინისტრაციული პატიმრობა
- მუხლი 378¹. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირ
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 1, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-1-4/