1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ცალკეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის ვადით 30 დღე-ღამემდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება და, შესაბამისად, ხელფასი არ მიეცემა