წინამდებარე ქარტია, რომლის ჩინური, ფრანგული, რუსული, ინგლისური და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, უნდა დარჩეს დეპონირებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებში. მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები აღნიშნული მთავრობის მიერ უნდა გაეგზავნოს სხვა ხელმომწერი სახელმწიფოების მთავრობებს.
რის დასტურადაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ქარტიას.
შესრულებულია ქალაქ სან-ფრანცისკოში, ათას ცხრაას ორმოცდახუთი წლის ოცდაექვს ივნისს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება