2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ წევრების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოში, კანდიდატები უნდა წარადგინოს ამ მიზნისათვის მათი მთავრობების მიერ დანიშნულმა ეროვნულმა ჯგუფებმა იმავე პირობების დაცვით, როგორც ეს განსაზღვრულია არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებისთვის „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“ ჰააგის 1907 წლის კონვენციის 44-ე მუხლით.
3. ის პირობები, რომლის მიხედვითაც წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოს, რომელიც არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, შეუძლია მონაწილეობის მიღება სასამართლოს წევრების არჩევაში, სპეციალური შეთანხმების არარსებობისას, უნდა განსაზღვროს გენერალურმა ასამბლეამ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზ