1. არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე, გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა წერილობითი თხოვნით უნდა მიმართოს არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებს, რომლებიც მიეკუთვნებიან წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოებს, და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დანიშნული ეროვნული ჯგუფების წევრებს, და იწვევს მათ, რათა დადგენილი ვადის განმავლობაში, ეროვნულმა ჯგუფებმა წარადგინონ კანდიდატები, რომლებიც მზად არიან, იკისრონ სასამართლოს წევრის მოვალეობები.
2. არცერთ ჯგუფს არ შეუძლია ოთხზე მეტი კანდიდატის წარდგენა, რომელთაგან მათი საკუთარი მოქალაქე არ უნდა იყოს ორზე მეტი. ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ვაკანტური ადგილების ორმაგ რაოდენობას.