2. თუ ერთობლივი კონფერენცია ერთხმად შეთანხმდება რომელიმე პირის კანდიდატურაზე, რომელიც აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, ის შეიძლება შეტანილ იქნეს თავის სიაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ იყო მე-7 მუხლში მითითებულ კანდიდატთა სიაში.

3. თუ ერთობლივი კონფერენცია გადაწყვეტს, რომ ვერ შეძლებს არჩევნების ჩატარებას, სასამართლოს უკვე არჩეულმა წევრებმა, უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, უნდა დაიწყონ ვაკანტური ადგილების შევსება სასამართლოს წევრების შერჩევის გზით იმ კანდიდატთა რიცხვიდან, რომლებმაც ხმები მოიპოვეს გენერალურ ასამბლეაში ან უშიშროების საბჭოში.

4. მოსამართლეთა თანაბარი ხმების შემთხვევაში, ასაკით უფროსს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლებ