1. სასამართლოს წევრი არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დანარჩენ წევრთა ერთსულოვანი აზრით, იგი ვეღარ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს.

2. ამის შესახებ გენერალურ მდივანს ოფიციალურად უნდა შეატყობინოს რეგისტრატორმა.

3. ამ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილი ითვლება ვაკანტურად.