2. ის მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება ზემოხსენებული სამი და ექვსი წლის საწყისი პერიოდის ბოლოს, უნდა გამოავლინოს გენერალურმა მდივანმა წილისყრის საშუალებით დაუყოვნებლივ, პირველი არჩევნების დასრულების შემდეგ.
3. სასამართლოს წევრებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება მათი ადგილების შევსებამდე. მათი ჩანაცვლების შემდეგაც, მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმეები.
4. სასამართლოს წევრის გადადგომის შემთხვევაში, განცხადება გადადგომის შესახებ უნდა გაეგზავნოს სასამართლოს პრეზიდენტს, გენერალური მდივნისთვის გადასაცემად. ამ უკანასკნელის მიერ განცხადების მიღების შემდეგ ადგილი ითვლება ვაკანტურა