2. წინამდებარე ქარტიის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც რეკომენდებული იქნება კონფერენციის მონაწილეთა ორი მესამედის ხმებით, ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა ორი მესამედის, მათ შორის, უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრის მიერ თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად რატიფიცირების შემდეგ.

3. თუ ასეთი კონფერენცია არ ჩატარდება წინამდებარე ქარტიის ძალაში შესვლიდან გენერალური ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიამდე, ასეთი კონფერენციის მოწვევის შესახებ წინადადება უნდა შევიდეს გენერალური ასამბლეის ამავე სესიის დღის წესრიგში და კონფერენცია უნდა ჩატარდეს, თუ ეს გადაწყდება გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობის ხმებით და უშიშროების საბჭოს ნებისმიერი შვიდი წევრის ხმით.

თავი XIX

რატიფიკაცია და ხელმოწე