(2) (1) პარაგრაფში აღნიშნული ექვსთვიანი პერიოდი აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც ეროვნული უწყება მიიღებს პერიოდული ბიულეტენის იმ გამოცემას, რომელშიც გამოქვეყნებულია მონაცემები საერთაშორისო დეპოზიტის რეგისტრაციის შესახებ. ეროვნული უწყება აცნობებს ამ თარიღს ნებისმიერ პირს, რომელიც ამას მოითხოვს.
(3) განმცხადებელი ეროვნული უწყების მიერ (1) პუნქტში აღნიშნული უარის თქმის შემთხვევაში თავის უფლებებს იცავს იმავე საშუალებებით, როგორსაც იგი გამოიყენებდა თავისი სამრეწველო ნიმუშის დეპონირებისას ეროვნულ უწყებაში; ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილება ექვემდებარება განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნას ან აპელაციას. ასეთი უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
1. მიზეზები, რომელთა გამოც მიიჩნიეს, რომ სამრეწველო ნიმუში არ აკმაყოფილებს ეროვნული კანონის მოთხოვნებს;
2. მე-2 პუნქტში აღნიშნული თარიღი;
3. დრო, რომელიც დაშვებულია განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნის ან აპელაციისთვის;
4. ორგანო, რომელსაც ასეთი მოთხოვნით ან აპელაციით უნდა მიმართონ.
(4) (ა) მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულმა უწყებამ, რომლის ეროვნული კანონი 1 პუნქტში მითითებული სახის დებულებებს შეიცავს, რომლებიც მოითხოვს დეკლარაციას სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელის შესახებ, ან სამრეწველო ნიმუშის აღწერას, შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მოთხოვნის თანახმად და უწყების მიერ ასეთი მოთხოვნის გაგზავნიდან არანაკლებ სამოცდღიანი პერიოდის განმავლობაში, განმცხადებელმა საერთაშორისო ბიუროში შეტანილი განაცხადის ენაზე უნდა წარადგინოს:
1. დეკლარაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელი;
2. მოკლე აღწერილობა, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს ფოტოსურათებით ან გრაფიკული გამოსახულებით წარმოდგენილი სამრეწველო ნიმუშის არსებით ნიშნებს.
(ბ) ეროვნულმა უწყებამ ასეთი განცხადებებისა და აღწერილობების შეტანასთან, ან მათ შესაძლო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არ უნდა მოითხოვოს არანაირი საფასური.
(5) (ა) ნებისმიერი ეროვნული უწყება, რომლის ეროვნული კანონი შეიცავს 1-ლ პუნქტში აღნიშნული სახის დებულებებს, შესაბამისად, შეატყობინებს ამის შესახებ საერთაშორისო ბიუროს.
(ბ) თუ თავისი კანონმდებლობის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოს აქვს სამრეწველო ნიმუშების დაცვის რამდენიმე სისტემა, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს სიახლის ექსპერტიზას, ამ შეთანხმების დებულებები, რომლებიც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ახორციელებენ სიახლის ექსპერტიზას, გამოიყენება მხოლოდ აღნიშნული სისტემისათვი