(2) განცხადება უნდა შეიცავდეს:

1. იმ მონაწილე სახელმწიფოების სიას, სადაც განმაცხადებელი ითხოვს, რომ მოქმედებდეს საერთაშორისო დეპონირება;

2. იმ ნაკეთობის ან ნაკეთობების მითითებას, რომლებშიც სამრეწველო ნიმუში უნდა იქნეს ჩართული;

3. თუ განმაცხადებელს სურს მე-9 მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის მოთხოვნა, დეპოზიტის თარიღის, სახელმწიფოსა და ნომრის მითითებას, რაც წარმოქმნის პრიორიტეტის უფლებას;

4. ისეთ სხვა მონაცემებს, რომლებიც შეიძლება დადგენილ იქნეს ინსტრუქციით.

(3) (ა) დამატებით, განაცხადი შეიძლება შეიცავდეს:

1. სამრეწველო ნიმუშის დამახასიათებელი ნიშნების მოკლე აღწერას;

2. განცხადებას სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელის შესახებ;

3. მოთხოვნას გამოქვეყნების გადადების შესახებ, რასაც მე-6 (4) მუხლი ითვალისწინებს.

(ბ) განაცხადს აგრეთვე შეიძლება თან დაერთოს ნაკეთობის ან ნაკეთობების ნიმუშები ან მოდელები, რომლებშიც სამრეწველო ნიმუშია განხორციელებული.

(4) მრავლობითი დეპოზიტი შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც განკუთვნილია სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი და იმავე კლასის ნაკეთობებში ჩასართველად 21-ე (2) მუხლის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისა