(2) საერთაშორისო დეპოზიტი ჩაითვლება დეპონირებულად იმ თარიღიდან, როდესაც საერთაშორისო ბიურომ მიიღო განაცხადი დადგენილი ფორმით – გადასახდელი საგანაცხადო საფასური, თანდართული ფოტოსურათი ან ფოტოსურათები, ან სამრეწველო ნიმუშის სხვა გრაფიკული გამოსახულებები, ან, თუ საერთაშორისო ბიურომ განაცხადის მასალები მიიღო სხვადასხვა თარიღით, ამ თარიღებს შორის უკანასკნელი თარიღიდან. რეგისტრაციას უნდა ჰქონდეს იგივე თარიღი.

(3) (ა) თითოეულ საერთაშორისო დეპოზიტს საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს პერიოდულ ბიულეტენში:

1. რეპროდუქციას შავ-თეთრ ფერებში, ან განმაცხადებლის მოთხოვნით დეპონირებული ფოტოსურათების ან სხვა გრაფიკული გამოსახულების ფერად რეპროდუქციას;

2. საერთაშორისო დეპონირების თარიღს;

3. ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.

(ბ) საერთაშორისო ბიურო ეროვნულ უწყებებს პერიოდულ ბიულეტენებს უგზავნის რაც შეიძლება მოკლე დროში.

4. (ა) მე-(3) პუნქტის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული გამოქვეყნება განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გადაიდოს ისეთი პერიოდით, რომლის მოთხოვნაც მას შეუძლია. აღნიშნული პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან. მაგრამ, თუ პრიორიტეტია მოთხოვნილი, ამ პერიოდის საწყისი თარიღი იქნება პრიორიტეტის თარიღი.

(ბ) (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განმცხადებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სასწრაფო გამოქვეყნება, ან შეუძლია გამოითხოვოს დეპოზიტი. დეპოზიტის გამოთხოვა შეიძლება შეიზღუდოს ერთი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოთი, და მრავლობითი დეპოზიტის შემთხვევაში, მასში შემავალი რამდენიმე ნიმუშით.

(გ) თუ განმცხადებელი დადგენილი დროის განმავლობაში ვერ გადაიხდის იმ საფასურებს, რომელიც გადახდილი უნდა იყოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე, საერთაშორისო ბიურო გააუქმებს დეპონირებას და არ განახორციელებს მე-(3) პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პუბლიკაციას.

(დ) (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ამოწურვამდე საერთაშორისო ბიურო კონფიდენციალურად ინახავს იმ დეპოზიტების რეგისტრაციას, რომელთა პუბლიკაცია გადადებულია, ამასთან საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის ასეთ დეპოზიტებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ნაგებობა. ამ დებულებების გამოყენება ხორციელდება დროის შეუზღუდავად
, თუ განმცხადებელმა გაითხოვა თავისი დეპოზიტი აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე.

(5) მე-(4) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეესტრი და საერთაშორისო ბიუროში შეტანილი ყველა დოკუმენტი და ნაკეთობა დასათვალიერებლად ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვი