,, 1925 წლის შეთანხმება” ნიშნავს 1925 წლის 6 ნოემბრის სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას;
,,1934 წლის შეთანხმება” ნიშნავს 1925 წლის 6 ნოემბრის სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას, რომელიც გადაისინჯა ლონდონში 1934 წლის 2 ივნისს;
,,ეს შეთანხმება” ან ,,წინამდებარე შეთანხმება” ნიშნავს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას, რომელიც დადებული წინამდებარე აქტით;
,,ინსტრუქცია” ნიშნავს დებულებებს ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით;
,,საერთაშორისო ბიურო” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს;
,,საერთაშორისო დეპოზიტი” ნიშნავს საერთაშორისო ბიუროში შეტანილ საერთაშორისო დეპოზიტს;
,,ეროვნული დეპოზიტი” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ უწყებაში შეტანილ დეპოზიტს;
,,მრავლობითი დეპოზიტი” ნიშნავს დეპოზიტს, რომელიც რამდენიმე ნიმუშს შეიცავს;
,,საერთაშორისო დეპოზიტის წარმოშობის სახელმწიფო” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, სადაც განმცხადებელს აქვს ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული საწარმო ან, თუ განმცხადებელს ასეთი საწარმოები აქვს რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც მან მიუთითა თავის განაცხადში; თუ განმცხადებელს არა აქვს ასეთი საწარმო რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; თუ მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის იგი;
,,სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სიახლის ექსპერტიზას” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, რომლის ეროვნული კანონი ითვალისწინებს სისტემას, რომელიც მოიცავს ეროვნული უწყების მიერ თითოეულ დეპონირებულ ნიმუშზე სიახლის წინასწარ ex officio ძიებასა და ექსპერტიზა