(2) თუ მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნაკეთობაზე სპეციალური აღნიშვნის დატანას ნებისმიერი სხვა მიზნით, ასეთმა სახელმწიფომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩათვალოს, თუ სამრეწველო ნიმუშზე უფლების მფლობელის ნებართვით საზოგადოებისათვის შეთავაზებულ ყველა ნაკეთობაზე, ან ამ ნაკეთობაზე მიმაგრებულ იარლიყზე დატანილი იქნება საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნა.
(3) საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნა შედგება სიმბოლოსაგან (დიდი ასო D ჩასმული წრეში), რომელსაც თან ერთვის:
1. საერთაშორისო დეპონირების წელი და დეპოზიტორის სახელი, ან სახელის დამკვიდრებული აბრევიატურა, ან
2. საერთაშორისო დეპოზიტის ნომერი.
(4) საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნის არსებობა ნაკეთობაზე, ან იარლიყზე, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული საავტორო უფლებით, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მინიჭებულ დაცვაზე უარის თქმად, მაშინ როდესაც ასეთი აღნიშვნის უქონლობის შემთხვევაში ასეთი დაცვა შეიძლება იქნეს მოთხოვნილ