(2) (ა) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შეატყობინოს საერთაშორისო ბიუროს, რომ უარს ამბობს თავის უფლებაზე მე-15 მუხლის 2 (ა) ქვეპუნქტში მითითებული დამატებითი საფასურის მიმართ საერთაშორისო დეპოზიტებისათვის, რომლებისთვისაც ნებისმიერი სხვა, ამგვარივე უარის მთქმელი მონაწილე სახელმწიფო წარმოშობის სახელმწიფოდ ითვლება.
(ბ) ასეთმა სახელმწიფომ შეიძლება ასევე განაცხადოს მსგავსი უარი იმ საერთაშორისო დეპოზიტების მიმართ, რომლებისთვისაც თავად ითვლება წარმოშობის სახელმწიფო