1. ენები და ასლების რაოდენობა, რაც საჭიროა დეპონირების შესახებ განაცხადის შეტანისათვის, და მონაცემები, რომელებიც განცხადებაში უნდა იყოს მოცემული;

2. საერთაშორისო ბიუროსა და სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი საფასურების ოდენობა, თარიღები და გადახდის ფორმა, სიახლის ექსპერტიზის მქონე მონაწილე სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი საფასურებისათვის დადგენილი ფარგლების ჩათვლით.

3. თითოეული დეპონირებული სამრეწველო ნიმუშის ფოტოსურათების, ან სხვა გრაფიკული გამოსახულების რაოდენობა, ზომა და სხვა მახასიათებლები;

4. სამრეწველო ნიმუშის დამახასიათებელი ნიშნების აღწერის მოცულობა;

5. ფარგლები და პირობები, რომელთა მიხედვითაც ნაკეთობის ნიმუშები, ან მოდელები, რომლებშიც ჩართულია სამრეწველო ნიმუში, შეიძლება თან დაერთოს განაცხადს;

6. სამრეწველო ნიმუშების რაოდენობა, რომელსაც შეიძლება მოიცავდეს მრავლობითი დეპოზიტი, და სხვა პირობები, რომლებიც აწესრიგებს მრავლობითი დეპოზიტის დეპონირებას;

7. ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მე-6 (3) (ა) მუხლში აღნიშნული პერიოდული ბიულეტენის გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან, ეროვნული უწყებისათვის უფასოდ გადასაცემი და შემცირებული ფასით მისაყიდი ბიულეტენის ასლების ჩათვლით;

8. მონაწილე სახელმწიფოს მიერ შეტყობინების პროცედურა ნებისმიერი უარის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 (1) მუხლით, და ასეთი უარის შეტყობინებისა და გამოქვეყნების პროცედურა საერთაშორისო ბიუროს მიერ;

9. საერთაშორისო ბიუროს მიერ იმ ცვლილებების რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს მე-12 (1) მუხლში აღნიშნულ სამრეწველო ნიმუშის მფლობელობაზე და მე-13 მუხლით გათვალისწინებულ უარის თქმის უფლებებზე;

10. დეპოზიტებთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ნაკეთობების განკარგვა, რომელთა ვადის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არსებობ