(1) (a) კავშირს გააჩნია ასამბლეა, რომელიც შედგება კავშირის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ივალდებულეს მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნები.
(b) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ახლდენ მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.
(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა, რომელმაც დანიშნა იგი.
(2) (a) ასამბლეა:
(i) განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებას და ამ კონვენციის განხორციელებას;
(ii) კონვენციის სარევიზიო კონფერენციების მომზადებასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს (შემდგომ - “საერთაშორისო ბიურო”), რომელიც მოხსენებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომ - “ორგანიზაცია”) დამფუძნებელ კონვენციაში, კავშირის იმ ქვეყნების ნებისმიერი შენიშვნის სათანადოდ გათვალისწინებით, რომლებმაც არ ივალდებულეს მე-13- დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
(iii) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას, რომელიც ეხება კავშირს და მას აძლევს ყველა აუცილებელ ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ;
(iv) ირჩევს ასმბლეის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს;
(v) განიხილავს და ამტკიცებს მისი აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებსა და საქმიანობას და აძლევს მას ინსტრუქციებს;
(vi) განსაზღვრავს და იღებს შესაბამისად კავშირის პროგრამას და ორწლიან ბიუჯეტს, ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;
(vii) იღებს კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს;
(viii) ქმნის ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც ჩათვლის საჭიროდ კავშირის მიზნების მისაღწევად;
(ix) ადგენს კავშირის არაწევრი რომელი ქვეყანა და სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია დაიშვება დამკვირვებლებად მის სხდომებზე;
(x) იღებს მე-13-დან მე-17-მდე მუხლებში შესატან ცვლილებებს;
(xi) იღებს კავშირის მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად განზრახულ ნებისმიერ სხვა სათანადო ზომებს;
(xii) ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონვენციით;
(xiii) ახორციელებს ისეთ უფლებებს, რომლებსაც მას ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია ანიჭებს, იმ პირობით, რომ მან ისინი აღიარა;
(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლითაც, აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებიც არიან დაინტერესებულნი, ასამბლეას გადაწყვეტილებები გამოაქვს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.
(3) (a) დელეგატს შეუძლია (b) ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა.
(b) კავშირის ქვეყნები, რომლებიც სპეციალური შეთანხმების პირობებით ერთიანდებიან საერთო უწყებაში, რომელსაც თითოეული მათგანისათვის გააჩნია
მე-12 მუხლში მითითებული სამრეწველო საკუთრების სპეციალური ეროვნული სამსახურის სტატუსი, დისკუსიების დროს შეიძლება ერთობლივად იქნეს წარმოდგენილი ერთ-ერთი მათგანის მიერ.
(4) (a) ასამბლეის თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია ერთი ხმის უფლება.
(b) ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს.
(c) მიუხედავად (b) ქვეპუნქტის დებულებებისა, როდესაც რომელიმე სესიაზე წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ ტოლია ან მეტია მათი ერთი მესამედისა, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ, ყველა ასეთი გადაწყვეტილება, გარდა მის საკუთარ პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა, ძალაში შედის მხოლოდ ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებისას. საერთაშორისო ბიურო ხსენებული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე და სთავაზობს მათ შეტყობინების თარიღიდან სამი თვის ვადაში წერილობითი სახით გამოხატონ, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ან თავს იკავებენ ხმის მიცემისაგან. თუ ამ ვადის გასვლის მომენტისათვის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ან თავს იკავებენ ხმის მიცემისაგან, აღწევს ქვეყნების რაოდენობას, რომელიც აკლდა კვორუმის მისაღწევად თავად სესიაზე, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის, იმ პირობით, თუ ამავე დროს ხმათა საჭირო უმრავლესობა კვლავ იარსებებს.
(d) ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად მე-17(2) მუხლის დებულებების გათვალისწინებით, მოითხოვება კენჭისყრაში მონაწილე ხმების ორი მესამედი.
(e) ხმის მიცემაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება.
(5) (a) დელეგატს შეუძლია, (b) ქვეპუნქტის დებულების გათვალისწინებით, ხმა მისცეს მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელით.
(b) კავშირის ქვეყნები, რომლებზეც მითითებულია მე-3(b) პუნქტში, როგორც წესი, ისწრაფვიან ასამბელის სესიებზე გაგზავნონ საკუთარი დელეგაციები. თუ, მიუხედავად ამისა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზით, რომელიმე ასეთ ქვეყანას არ შეუძლია გაგზავნოს საკუთარი დელეგაცია, მას შეუძლია სხვა ასეთი ქვეყნის დელეგაციას მიანიჭოს მისი სახელით ხმის მიცემის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ თითოეულ დელეგაციას შეუძლია მინდობილობით მისცეს ხმა მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელით. ხმის მიცემის ასეთი რწმუნებულება ენიჭება სახელმწიფოს მეთაურის ან უფლებამოსილი მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.
(6) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, სხდომაზე დაიშვებიან დამკვირვებლებად. სესიაზე ერთხელ ყოველ მეორე კალენდარულ წელს და, განსაკუთრებულ
(7) (a) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით გარემოებათა არ არსებობისას, იგივე დროსა და იგივე ადგილაზე, როდესაც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.
(b) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება საგანგებო სესიაზე აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით ან ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.
(8) პროცედურისათვის ასამბლეა იღებს მის საკუთარ წესებ