(1) [ურთიერთობა როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის] როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ წინამდებარე აქტით. თუმცა, ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მიხედვით მოქმედი ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმაზე არანაკლებ  დაცვას, რომელიც გათვალისწინებულია ლისაბონის შეთანხმებით ან 1967 წლის აქტით.

(2) [ურთიერთობა როგორც წინამდებარე აქტის, ისე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს შორის, და ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე იმ სახელმწიფოებს შორის,  რომლებიც არ არიან წინამდებარე აქტის მონაწილეები]  როგორც წინამდებარე აქტის, ასევე ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფო გააგრძელებს ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის გამოყენებას ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილე იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომლებიც არ არიან წინამდებარე აქტის მონაწილეებ