(1) [შეტყობინება]  ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე აქტის დენონსირება გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.

(2) [ძალაში შესვლის თარიღი] დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ ან შეტყობინებაში მითითებულ ნებისმიერ შემდგომ თარიღში. ის ზემოქმედებას არ იქონიებს წინამდებარე აქტის გამოყენებაზე ნებისმიერ იმ განაცხადთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და ნებისმიერ საერთაშორისო რეგისტრაციასთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია დენონსაციის განმახორციელებელ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში დენონსაციის ძალაში შესვლის მომენტისთვი