გენერალური დირექტორი წარმოადგენს წინამდებარე აქტის დეპოზიტარს.

[1] შეთანხმებული განცხადება 11(2) მუხლთან დაკავშირებით: წინამდებარე აქტის მიზნებისთვის, მოაზრებულია, რომ, როდესაც იმ დასახელების ან აღნიშვნის ცალკეულ ელემენტებს, რომლებიც წარმოადგენს  ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნას, აქვს გვარეობითი ხასიათი წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში, მათი დაცვა წინამდებარე პუნქტის შესაბამისად სხვა ხელშემკვრელ მხარეებში არ უნდა იყოს მოთხოვნილი. უფრო მეტი სიცხადისთვის, ხელშემკვრელ მხარეებში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმა ან მისი გაუქმება, ან მე-11 მუხლის დებულებების დარღვევა, არ შეიძლება ეფუძნებოდეს იმ ელემენტს, რომელსაც აქვს გვარეობითი ხასიათი.

[2] შეთანხმებული განცხადება მე-12 მუხლთან დაკავშირებით: წინამდებარე აქტის მიზნებისთვის, არსებობს თანხმობა, რომ მე-12 მუხლი არ ზღუდავს წინამდებარე აქტის დებულებების გამოყენებას წინასწარ გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო რეგისტრაციამდე, დასახელება ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, შეიძლება უკვე, მთლიანად ან ნაწილობრივ, იყოს გვარეობითი ცნება რომელიმე ხელშემკვრელ მხარეში, გარდა წარმოშობის ხელშემკვრელი მხარისა, მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ დასახელება ან აღნიშვნა, ან მისი ნაწილი, ყოვედღიურ ენაში დამკვიდრებულ ტერმინის იდენტურია, როგორც ამ ხელშემკვრელ მხარეში საქონლის ან მომსახურების ჩვეულებრივი სახელწოდება, ან ამ ხელშემკვრელი მხარის ყურძნის ჯიშის საყოველთაოდ დამკვიდრებული სახელის იდენტური