(1) თუ რომელიმე მოთხოვნა ვერ შესრულდა ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით დადგენილ ვადაში, საფოსტო მომსახურეობაში შეფერხებების ან კორესპონდენციის გარდაუვალი დაკარგვის თუ დაგვიანების გამო, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესრულება უნდა ჩაითვალოს დროულად.
(2) (a) ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფო, რამდენადაც ამ სახელმწიფოს ეხება, პატიობს რაიმე მოთხოვნის შესრულების დაგვიანებას მისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზებით.
(b) ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფო, რამდენადაც ამ სახელმწიფოს ეხება, პატიობს რაიმე მოთხოვნის შესრულების დაგვიანებას (a) ქვეპუნქტში მითითებულისაგან განსხვავებული მიზეზები