დარღვევის შესახებ შეტყობინების გასაჩივრების შემთხვევაში, შეტყობინების მიმღები მხარე (მოპასუხე) და სააგენტო უნდა იქნენ წარმოდგენილი როგორც საქმის მხარეები. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება ამ წესებს, საჩივრის შემტანი პირი (მოსარჩელე) და პირი, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია სარჩელი (მოპასუხე), წარმოადგენენ საქმის მხარეებს. სხვა პირების მხარეებად საქმეში ჩართვა (ინტერვენტებად) შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ისინი დაამტკიცებენ, რომ ფლობენ საკუთრებას ან აქვთ სხვა მატერიალური ინტერესები, რომლებზედაც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს გავლენა, ან თუ ასეთი გავლენა გარდაუვალია.
დავის განხილვე