1.
სააგენტოს შეუძლია გადაწყვიტოს პირებს შორის წარმოქმნილი დავა,რომელიც ამ წესების შესრულებასთან ან მათ გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
პირს შეუძლია სააგენტოს უფროსის სახელზე შეიტანოს განცხადება,რომელშიც უნდა იყოს აღნიშნული იმ ოპერატორის ვინაობა და მისამართი ვისზედაც შეტანილ იქნა საჩივარი,საჩივრის კონკრეტული მიზეზების და მოთხოვნილი პირობების ჩათვლით.
სააგენტოს შეუძლია საჩივრის დაკმაყოფილება მხოლოდ ამ წესებით და კანონით დადგენილ ფარგლებში.
სააგენტოს მიერ ლიცენზიის ან ნებართვის გაუმართლებლად გაუცემლობის,გაცემაზე უარის თქმის ან გაუმართლებლად გაცემის შესახებ საჩივრები შეიძლება შეტანილ იქნეს სააგენტოს წინააღმდეგ და მათი განხილვა მოხდება ამ კარში მოცემული წესების შესაბამისად.
2.
საჩივრის მიღების შემდეგ სააგენტოს უფროსმა უნდა შეაფასოს საჩივრის შესაბამისობა ამ წესებთან მიმართებაში და გამოსცეს წერილობითი შეტყობინება შესაძლო დარღვევის შესახებ ამ წესების 249-ე მუხლის შესაბამისად,თუ ორივე მხარე,მოსარჩელე და სავარაუდო მოპასუხე,როგორც ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან ხელშეკრულების მხარეები,ექვემდებარებიან ამ წესებს და თუ ყველა სხვა შემთხვევაშიც სააგენტოსათვის მისაღებია დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საჩივრის ასლი და ყველა ეს დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ოპერატორს.
საჩივრის შემტან პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვაში,რომელიც ჩატარდება იმ შემთხვევაში,თუ არსებობს ოპერატორის განაცხადი ასეთი განხილვის ჩატარების თაობაზე.
დავის გადაწყვე