თუ სააგენტომ დაადგინა, რომ ადგილი აქვს ამ წესების მოთხოვნების შესაძლო დარღვევას, სააგენტოს უფროსმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მოამზადოს და გაუგზავნოს ოპერატორის მთავარ ოფისს წინასწარი წერილობითი შეტყობინება დარღვევის შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) სააგენტოს მიერ კონკრეტული საქმისათვის მინიჭებულ ნომერს;
ბ) შესაძლო დარღვევის თარიღს, ადგილმდებარეობას და ხასიათს;
გ) სააგენტოს მიერ მიღებული წესების მითითებას, რომლიც იქნა დარღვეული;
დ) კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა გამოსწორდეს დარღვევა;
ე)ადმინისტრაციული სახდელის ოდენობას, რომლის დარიცხვასაც აპირებს სააგენტო ამ დარღვევისათვის და ამ სახდელის ოდენობას, რომლის დარიცხვაც ნავარაუდებია შესაძლო დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში;
ვ) სააგენტოს იმ თანამშრომლის სახელს და ტელეფონის ნომერს, რომელსაც უნდა მიმართონ დამატებითი ინფორმაციისათვის;
ზ) შესაძლო დარღვევის შესახებ შეტყობინების გასაჩივრების წესს ამ კარის შესაბამისად, იმ ვადის მითითებით, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი გასაჩივრებაზ