1.
შესაძლო დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ,ოპერატორი უფლებამოსილია:

ა)
შესაძლო დარღვევის შესახებ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადებში გამოასწოროს პირობები,რომელიც წარმოადგენს შესაძლო დარღვევას და გადაიხადოს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი;

ბ)
შეეცადოს გადაწყვიტოს შეტყობინებით გათვალისწინებული საკითხი მიმოწერით ან სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან მოლაპარაკებით;

გ)
ამ კარის დებულებების შესაბამისად წარადგინოს წერილობითი განაცხადი საქმის განხილვის ჩატარების თაობაზე.

2.
თუ პირი,რომელმაც მიიღო შეტყობინება შესაძლო დარღვევის შესახებ,ოცდაათი (30)
დღის განმავლობაში არ პასუხობს შეტყობინებაზე ზემოაღნიშნული ქვეპუნქტების შესაბამისად,მაშინ სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება დარღვევის შესახებ და დაარიცხოს ამ პირს ადმინისტრაციული სახდელ