კონფიდენციალურად არ ითვლება შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოპოვების წლიური ანგარიშები;
ბ) ჭაბურღილების ელექტროკაროტაჟული დიაგრამები, მათი სააგენტოში წარდგენიდან ხუთი (5) წლის შემდეგ;
გ) იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომლის ვადა ამოიწურა, ან რომელიც ანულირებულ იქნა;
დ) ნებისმიერი დოკუმენტაცია სახელშეკრულებო ფართობის იმ ნაწილისათვის, რომელიც გამოთავისუფლდა, ან რომელიც აღარ წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, იმ პირობით, რომ დოკუმენტი, რომელსაც აქვს კავშირი სახელშეკრულებო ფართობთან და იმ ფართობებთან, რომლებიც აღარ ექვემდებარებიან ხელშეკრულებას, შეიძლება ამოღებული იქნეს დოკუმენტების იმ ნაწილიდან, რომელთაც კავშირი აქვთ ხელშეკრულების ქვემდებარე ფართობთან;
ე) დოკუმენტაცია, რომლის კონფიდენციალობა აკრძალულია კანონით.
კარი XIII
უფლებების დაცვის საშუალებები
უფლებების დაცვის საშუალებე