ოპერატორს შეუძლია წარადგინოს წერილობითი განაცხადი იმის შესახებ, რომ სააგენტოში წარდგენილი გეოფიზიკური, გეოლოგიური და საოპერაციო დოკუმენტაცია არის კონფიდენციალური და საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელი. ასეთი განაცხადის მიღების შემდეგ სააგენტომ უნდა მოათავსოს ასეთი დოკუმენტაცია ან მონაცემები საიმედო ადგილას, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი დოკუმენტაციისაგან ცალკე. სააგენტო უფლებას აძლევს შეამოწმოს აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ:

ა) სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლს;

ბ)
ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენლს;

გ)
ერთობლივი ლიცენზიის მფლობელს ან ხელშეკრულებაში მოწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლს;

დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს უფლებამოსილ წარმომადგენელს;

ე) ყველას სხვა პირს საქართველოს სასამართლოს წერილობითი აქტის შესაბამისა