ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს დამუშავებისა და მოპოვების კაპიტალური ხარჯების კვარტალური ანგარიში საანგარიშო კვარტალის მეორე მომდევნო თვის 15 რიცხამდე. დამუშავებისა და მოპოვების კაპიტალური ხარჯების ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მომპოვებელი და კაპიტალური რემონტის შემდეგ კაპიტალიზებული ჭაბურღილების ბურღვისა და ათვისების და ნაგებობათა მშენებლობისა და მოწყობილობის მონტაჟის ხარჯების შესახებ, ასევე დამუშავებისა და მოპოვების სხვა კაპიტალური ხარჯების შესახებ ფორმა 5 (DEV)-ის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ამ წესების დანართშ