1. თუ ხელშეკრულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ან ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ სააგენტოს განკარგულებაში არსებული მთელი ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის სამუშაო საათებში, სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად დაწესებული წესების შესაბამისად. პირს შეუძლია მიიღოს ანგარიშის ასლები იმ ფასად, რომელიც ასახავს სააგენტოს მიერ ასლის გადაღების ფაქტობრივ ღირებულებას. სააგენტოს, თავისი წესების შესაბამისად, შეუძლია ასეთ პირს მოსთხოვოს მისი ვინაობის, მისამართისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა, მაგრამ სააგენტოს არ შეუძლია გამოიკვლიოს ამ პირის მიერ დოკუმენტაციის ინსპექტირების მიზანი.
2. სააგენტოს შეუძლია წარუდგინოს ანგარიში კონკრეტულ პირს ან საზოგადოებას, ოპერატორის წერილობითი თანხმობის მიღების შემდე