მუხლი 324🔗
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კუთხით, რათა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებისა და ხელმისაწვდომ ფასად უკეთესი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით სარგებლობა მოუტანონ მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, და ამ სფეროში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისება