ტენდერის გამოცხადებამდე 120 დღით ადრე სააგენტო აკეთებს მოწვევას წინადადებების წარმოდგენაზე ფართობზე გამოსაცხადებელი ტენდერისთვის შემდეგი გზით:
ა) აქვეყნებს ცნობას, რომ სააგენტო აპირებს მიწის ფართობზე ტენდერის გამოცხადებას და;
ბ) ცნობაში მიუთითებს, რომ განიხილავს შემდეგი დაგეგმილი ტენდერისათვის მიწის ფართობებს, რომლებიც წერილობით იქნება რეკომენდებული სააგენტოსათვის ზემოაღნიშნული მოწვევის გამოცხადებიდან სამოცი დღის განმავლობაშ