მუხლი 3. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება
თავი II — საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება
1. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება ლიცენზირებას, ნებართვის მიღებას ან/და ავტორიზებას არ ექვემდებარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სალიცენზიო, სანებართვო და ავტორიზაციის რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (13.06.2023).