1. მომსახურების მიმწოდებელმა ელექტრონული ხელშეკრულების დადებამდე უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის შემდეგი ინფორმაციის მკაფიოდ, სრულყოფილად და გასაგებად მიწოდება:

ა) ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო  ყველა ტექნიკური ეტაპის შესახებ;

ბ) ხელშეკრულების ელექტრონული საშუალებებით შენახვისა და მისი ხელმისაწვდომობის პირობების შესახებ;

გ) ხელშეკრულების დადებისთვის ხელმისაწვდომი ენების შესახებ;

დ) შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე დაშვებული შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების ტექნიკური საშუალებების შესახებ.

2. მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე.

4. მომსახურების მიმღებს უნდა მიეცეს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, ხელშეკრულების) ელექტრონული ფორმით შენახვის ან/და გამოყენების შესაძლებლობ