განმცხადებელი აკრედიტაციის ცენტრში განაცხადთან ერთად წარადგენს დოკუმენტების პაკეტს:
ა) ლაბორატორიებისათვის:
ა.ა) აკრედიტაციის სფერო:
რომლებშიც მითითებულია პროდუქცია/მომსახურება, შესაბამისი სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები ან სხვა დოკუმენტირებული პროცედურები და გამოყენებული არასტანდარტული მეთოდები და სხვა;
ა.ბ) დებულება;
ა.გ) ლაბორატორიის ანკეტა-კითხვარი;
ა.დ) ლაბორატორიის პასპორტი;
ა.ე) ხარისხის სახელმძღვანელო;
ა.ვ) რეგისტრირებული იურიდიული პირის წესდება.
ბ) სერტიფიკაციის ორგანოსათვის:
ბ.ა) აკრედიტაციის სფერო;
ბ.ბ) დებულება;
ბ.გ) ხარისხის სახელმძღვანელო;
ბ.დ) რეგისტრირებული იურიდიული პირის წესდება