1. სერტიფიკაციის ორგანოებად და ლაბორატორიებად შეიძლება აკრედიტებულ იქნეს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი საკუთრების ფორმის მიუხედავად და ფიზიკური პირები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სერტიფიკაციის ორგანოს და ლაბორატორიას უნდა ჰყავდეს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალი, გააჩნდეს ხარისხის სისტემა, ტექნიკური საშუალებები, აქტუალიზებული ნორმატიული დოკუმენტაცია.
3. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის სამუშაოებს ახორციელებს შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაზე:
ა) ლაბორატორიებში:
ა.ა) სსტ ენ 45001: 2006 – „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო ლაბორატორიების საქმიანობისადმი“;
ა.ბ) სსტ ისო/იეკ 17025:2006 „ზოგადი მოთხოვნები ტესტირების და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“;
ა.გ) აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი – საკ 1.2 : 2006“ (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45001: 2006 სტანდარტის გამოსაყენებლად);
ა.დ) ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, დაკალიბრების და მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების სფეროს ფორმირებისათვის და შესაბამისი ხელშეკრულებების გასაფორმებლად გამოიყენება ,,აკრედიტაციის სფეროს ფორმირებისათვის გამოყენებული პროდუქციის და მომსახურების ჯგუფების ჩამონათვალი“ და ,,გაზომვათა საშუალებების კოდიფიკატორი MИ – 2314-2000 (გამზომი ლაბორატორიებისათვის – ფიზიკურ სიდიდეთა სახეობების მიხედვით (კოდიფიკატორის პირველი ორი ციფრი), ხოლო დაკალიბრების და მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიებისთვის ერთიანი სამოწმებელი სქემის მიხედვით (კოდიფიკატორის პირველი ოთხი ციფრი).
ბ) პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოებში:
ბ.ა) სსტ ენ 45011 : 2006 – ,,ზოგადი მოთხოვნები პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოებისადმი“;
ბ.ბ) აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ზოგადი მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისათვის – საკ 1.3 : 2006“ (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45011: 2006 სტანდარტის გამოსაყენებლად);
ბ.გ) სსტ 5.010 : 2006 ,,შესაბამისობის შეფასება. მომსახურების ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩატარების წესი“;
ბ.დ) სსტ 5.020 : 2006 ,,შესაბამისობის შეფასება. პროდუქციის ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის ჩატარების წესი“.
გ) ხარისხის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოებში:
სსტ ენ 45012 : 2006 – „ზოგადი მოთხოვნები ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ახორციელებენ ხარისხის სისტემის შეფასებასა და სერტიფიკაცია/რეგისტრაციას“;
დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებში:
ისო/იეკ – 17024: 2006 – ,,შესაბამისობის შეფასება. ზოგადო მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოებისადმი“.
ე) პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სფეროს ფორმირებისათვის და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოიყენება აკრედიტაციის სფეროს ფორმირებისათვის გამოყენებული პროდუქციის და მომსახურების ჯგუფების ჩამონათვალი.
4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – საკ 1.4 : 2006“ -ის შესაბამისად.
5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა ობიექტების და დოკუმენტების რეესტრს ახორციელებს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი – საკ 1.5 : 2006“ -ის შესაბამისად.
თავი II
აკრედიტაციის პროცედურებ
“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 31.12.2012
მუხლი 2. აკრედიტაციის კრიტერიუმები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. შესავალი
- მუხლი 3. განაცხადი აკრედიტაციაზე / განაცხადი აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე
- მუხლი 4. აკრედიტაციაზე განაცხადის თანდართული დოკუმენტების პაკეტი
- მუხლი 5. ხელშეკრულების გაფორმება აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის
- მუხლი 6. აკრედიტაციის დოკუმენტების ანალიზი
- მუხლი 7. საატესატაციო (შემფასებელი) კომისიის დანიშვნა
- მუხლი 8. ატესტაციის (შეფასების) ჩატარების პროცედურა
- მუხლი 9. აღმოჩენილი შეუსაბამობების ფაქტები და მაკორექტირებელი ღონისძიებები
- მუხლი 10. საატესტაციო კომისიის საბოლოო შეხვედრა, შეფასების მასალების განხილვა
- მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის საბჭოზე
- მუხლი 12. აკრედიტაციის მოწმობა
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 2, №1, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.008.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64906/muxli-2/