ყველა განაცხადი შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი სახით:
ა) დაბეჭდილი განაცხადები მიიღება მხოლოდ სატენდერო შეტყობინებაში მითითებულ დრომდე. ყოველი დაბეჭდილი განაცხადი, რომელიც დაგვიანებით იქნება შეტანილი, უნდა დაუბრუნდეს განაცხადის შემტან პირს;
ბ) ტენდერის მონაწილემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადის შეტანისას ხელი უნდა მოაწეროს და მიუთითოს თარიღი. ხელმოწერას თან უნდა ახლდეს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. განცხადის შემტანი ხელმოწერით ადასტურებს, რომ განაცხადში შესული ინფორმაცია არის სწორი;
გ) თითოეულ განაცხადს თანდართული უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ტენდერში მონაწილეობის მოსაკრებლის გადახდის საგარანტიო ჩეკი, საბანკო ჩეკი, საბანკო გადარიცხვის ქვითარი, ფულადი გზავნილი ან ფულადი შენატანი, რომელიც წარმოადგენს სალიცენზიო მოსაკრებლის ნაწილს და არ ნაზღაურდებ