1. სააგენტოს უფროსის მოადგილეებისაგან შემდგარმა კომისიამ უნდა ჩაატაროს საუკეთესო განაცხადების წინასწარი განხილვა ყოველი სატენდერო ბლოკისათვის, რათა დადგინდეს: (ა) სწორად იყო თუ არა შეტანილი განაცხადი; (ბ) აჭარბებს თუ არა შემოთავაზებული თანხა, სააგენტოს მიერ დადგენილ მინიმალურ საფასურს.

2. კომისიამ განაცხადების გახსნიდან ორი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს სააგენტოს უფროსს ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს დასკვნებს წარმოდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით. კომისიას შეუძლია მოითხოვოს ამ ვადის გაზრდა არა უმეტეს ათ დღემდ