დადგენილ ვადებში სააგენტოს უფროსის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა ჩაითვლება, როგორც ყველა მიღებული განაცხადის უარყოფა იმ სალიცენზიო ფართობის ან ფართობების მიმართებაში, რომელთა დაკავშირებითაც არ იქნა დროულად მიღებული გადაწყვეტილება. სალიცენზიო ფართობისათვის ლიცენზიის მიღების ან ხელშეკრულების გაფორმების დროს, არც ერთ განმცხადებელს არ მიენიჭება უპირატესობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მან მოითხოვა სატენდერო ინფორმაცია ან შეიტანა განაცხადი. სააგენტო უფლებას იტოვებს უარი თქვას ნებისმიერ ან ყველა განაცხადზე, მიუხედავად განაცხადში აღნიშნული თანხისა და არ უნდა მიიღოს ისეთი განაცხადი, რომელიც ნაკლები იქნება სალიცენზიო ფართობისათვის დადგენილ მინიმალურ გადასახდელ თანხაზე.
მოლაპარაკებე