2. ტვირთის თვისებები, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სასაწყობო სამუშაოს შესრულებისას მისი გადაადგილების წესი, აღინიშნება ტექსტის ან ნახატის სახით შესრულებული სპეციალური ნიშანდებით.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო გზავნილებით, სარკინიგზო ნიშანდებას პაკეტზე აკეთებს ტვირთგამგზავნი, – ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე, ხოლო, თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია წვრილმან გზავნილებად, – გაგზავნის სადგური, ტვირთის გადასაზიდად მიღებისას.
4. სარკინიგზო ნიშანდება კეთდება წილადი რიცხვის სახით, რომლის მრიცხველში ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის მიხედვით მიეთითება სადგურის მიერ შეტყობინებული რიგითი ნომერი და ტირეთი გზავნილში პაკეტების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.
5. გამგზავნისა და სარკინიგზო ნიშანდება პაკეტზე კეთდება ჩამოურეცხავი საღებავით ან მასზე მჭიდროდ მიმაგრებული იარლიყით